ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვად “ვაქცინა”(vax) და მისგან მომდინარე სიტყვა შეარჩია.

ამის შესახებ ბრიტანული ლექსიკონის ვებგვერდზეა ნათქვამი.

“სიტყვა “ვაქცინა” (vax) 2021 წლის, ჩვენი სიტყვაა. როდესაც ჩვენმა ლექსიკოგრაფებმა დაიწყეს ინგლისური კორპუსის მონაცემების შესწავლა, სწრაფად გაირკვა, რომ „ვაქცინა“ (vax) განსაკუთრებით გამორჩეული სიტყვაა“, – ნათქვამია ლექსიკონში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს სიტყვა აქამდე საკმაოდ იშვიათი იყო ოქსფორდის ლექსიკონში. სექტემბრისთვის ის 72-ჯერ უფრო ხშირად გამოყენებადი იყო, ვიდრე იმავე პერიოდში 2020 წელს.

გასულ წელს ოქსფორდის ლექსიკონმა ვერ შეძლო ერთი სიტყვის არჩევა, რომელიც ასახავდა წლის განწყობას.

2020 წელს ყველაზე გამოყენებადი სიტყვა “კორონავირუსი” და კოვიდ19-ის პანდემიის თანმხლები სიტყვები გახდა, როგორებიც არის “ლოქდაუნი”, “სოციალური დისტანცირება”, “კარანტინი” და სხვა. კიდევ ერთი, წლის სიტყვა გახდა “ტყის ხანძარი”. სულ 16 სიტყვა და სიტყვათა წყობა იყო შერჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები