“ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 ათასზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ.
“ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 ათასზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა.
მადლობას ვუხდი ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს, შტაბების ხელმძღვანელებს, ზონისა და უბნის უფროსებს, აგიტატორებს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას და მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს, რომელიც იყო არა მხოლოდ ჩვენი მთავარი საარჩევნო კანდიდატი, არამედ კამპანიის ლიდერი დედაქალაქში და საერთო გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი.
მადლობას ვუხდი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის.
მადლობას გადავუხდი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს შტაბის წარმატებულ მენეჯმენტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მადლობას ვუხდი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, შალვა პაპუაშვილს საზოგადოებასთან მწყობრი კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საარჩევნო შტაბების გამართულ ფუნქციონირებასა და ზოგადად, ჩვენი პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებაში.
მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სამთავრობო გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და გამარჯვებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.
ვულოცავ ყველა არჩეულ მერს და საკრებულოს წევრს მიღებულ მანდატს და ვუსურვებ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
მადლობა მინდა, ასევე, გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების მაღალ დონეზე წარმართვისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის გამარჯვება. გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში.
მომდევნო წლების მანძილზე, ყველაფერს გავაკეთებთ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობისთვის”,- განაცხადა კობახიძემ.