ცესკო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არა უგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს

 

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.

როგორც ბრიფინგის ბოლოს კალანდარიშვილმა განაცხადა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით დათვლილია და სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომია results.cec.gov.ge-ზე.

“საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 – საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საჩივარს 4 დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე 2 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს”,- განაცხადა კლანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები