კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 287, იმერეთში 664, ქვემო ქართლში 292
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი – 219, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი -197, კახეთი – 352, მცხეთა-მთიანეთი – 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც:
• 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 395.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 130, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 40, იმერეთში – 34.
• 1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 – თბილისში, 189 – აჭარაში.
• 41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 269 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.