ცესკო არჩევნების მეორე ტურში თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს – 45.298 პროცენტი.

ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 60.05 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას 39.95 პროცენტი.

ბათუმში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს 53.32 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს 46.67 პროცენტი.

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 52.868 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს – 47.132 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები