„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის თანახმად, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში გამარჯვება ოპოზიციის მერობის კანდიდატებმა მოიპოვეს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას – 51%-მა.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

რუსთავი – დავით კირკიტაძე – 53%; ნინო ლაცაბიძე – 47%;

ქუთაისი – ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი – 47%;

ზუგდიდი – ანზორ მელია – 53%; მამუკა წოწერია – 47%;

ბათუმი – გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი – 49%.

ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები