კახა კალაძე: მინდა, ყველა იმ ადამიანის მიმართ გამოვხატო მადლიერება, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა

“მინდა, ყველა იმ ადამიანის მიმართ გამოვხატო მადლიერება, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში, მეხმარებოდა, გვერდით მედგა და ყველფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებით ჩაგვეტარებინა საარჩევნო კამპანია’, – ამის შესახებ კახა კალაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.

მან თბილისელებს სიტყვა მისცა, რომ ყვეოლა დაპირებული პროექტი განხორციელდება.

“სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვას, სოციალურ მიმართულებას და ის, რაზეც არჩევნების წინ, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდი, უკლებლივ ყველა პროექტი იქნება განხორციელებული.
დღეს ამ ქალაქს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს მოახერხებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის’, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები