გია გაბრიჭიძე მეუფე გრიგოლს: თქვენ, რომელიც ხართ ხიდი მოკვდავისა უფალთან, ამბობთ, რომ რადგან სააკაშვილზეა „საერთაშორისო ყურადღება“ „არაჩვეულებრივი პატიმარია?“

თქვენ, მეუფე, ასხვავებთ ავტოავარიის შედეგად დაკავებულ ადამიანს 320-ე საკნის ბინადართან? შენდობას გთხოვთ, მამაო, ამ მომართვისთვის, მაგრამ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი პატიმარია და მას ახალგაზრდა პრეზიდენტის გლოვის სურვილი არ აქვს.

„ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი მრევლთან, იმ ხალხთან ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ სამწუხაროდ, მეუფეს ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა.

მეუფე ამბობს, რომ – ხშირად გვესმის საუბარი, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი, მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია.

უკაცრავად, მაგრამ თქვენ, მეუფე, რომელიც ხართ ხიდი მოკვდავისა უფალთან (ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს), ამბობთ, რომ რადგან სააკაშვილზე არის „საერთაშორისო ყურადღება“, ის „არაჩვეულებრივი პატიმარია?“ და თქვენ, მეუფე, ასხვავებთ ავტოავარიის შედეგად დაკავებულ ადამიანს 320-ე საკნის ბინადართან? მეუფეო, თავს უფლებას მივცემ და უნდა შეგახსენოთ გრიგოლ ხანძთელის დამოკიდებულება აშოტ კურაპალატთან, რომელიც თქვენი „არაჩვეულებრივი პატიმრისგან“ განსხვავებით ეკლესია-მონასტრებს კი არ ანგრევდა – აშენებდა; რომელიც სამშობლოს მიწებს კი არ ჰყიდდა – წართმეულის დაბრუნებისთვის იბრძოდა და აშოტ კურაპალატი „დასავლეთშიც“ აღიარებული იყო. მას მაშინდელი ევროპის უმაღლესი წოდება – კურაპალატი ჰქონდა. შენდობას გთხოვთ, მამაო, ამ მომართვისთვის, მაგრამ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი“, – წერს გაბრიჭიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები