თამარ ტალიაშვილი: ერთი მორიგი, სკანდალურად გამოაშკარავებული თაღლითური სქემა იქნებოდა ის, რაც დაემართა მიშას ტელევიზიასა და მის კვლევის ორგანიზაციებს – IPSOS-სა და BCG-ს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება.

„ერთი მორიგი, სკანდალურად გამოაშკარავებული თაღლითური სქემა იქნებოდა ის, რაც დაემართა მიშას ტელევიზიასა და მის პარტნიორ ე.წ. სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებს – IPSOS-სა და BCG-ს.

რომ არა გაყალბებული, გამოკითხვის შედეგების, გამოყენება ჩვენი სამშობლოს იმიჯის შელახვისათვის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ბოიკოტირებისათვის, ხალხის დაზაფრვისა და ქრონიკული უსაგნო, უაზრო, უმიზეზო ტურბულენტობის, არეულობისა და ქაოსის დათესვისათვის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმისა და კიდევ ვინ ჩამოთვლის, იმ უამრავ ნეგატიურ შედეგს, რაც მოაქვს ჩვენს ხალხში პოლიტიკური შფოთისა და პოლარიზების დანერგვას.

ასე რომ, თუ გამოვიყენებთ თეზას „მიზეზი ამართლებს საშუალებას“, ამ შემთხვევაში, გვექნება – მიზეზი ამძიმებს საშუალებას“, – წერს თამარ ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები