“მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს” – ადვოკატი

“მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად უფლებადამცველი რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

“ვიზუალურად უკვე ეტყობოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამძიმებული, ამიტომ დაუნიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ეს წამლები, შესაბამისად, დღეს უკვე მოხდებოდა ანალიზების ჩაბარება და დაველოდოთ პასუხებს. პრიორიტეტული არის ის, რომ განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობა საფრთხე არ შეექმნას”, – აცხადებს ადვოკატი, გიორგი გელხაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები