საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 513 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 303, „პისიარ“ ტესტით – 18 210.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 711 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 652 505 გამოჯანმრთელდა, 9 961 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 970 109 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები