მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, „ბავშვთა სოფლის“ 100-მდე ბენეფიციარი გადამზადდა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებსა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ „საქართველოს sos ბავშვთა სოფლის” 100-მდე ბენეფიციარი გადაამზადა. კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი თბილისსა და ქუთაისში ჩაატარა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, მოზარდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოახდინონ ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია, ასევე, რა სახის ინფორმაცია შეიძლება, გავრცელდეს ინტერნეტში და როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. მოზარდები ასევე გაეცნენ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, მათ მიიღეს ცოდნა, როგორ უნდა აღმოაჩინონ და ამოიცნონ ყალბი ამბები. აღნიშნული ტრენინგი მათ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაში დაეხმარებათ.
სემინარის ფარგლებში, მოზარდები გაეცნენ ასევე პროექტს „დავითა“, რომლის მიზანია კომპიუტერული თამაშისა და ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით მედიაწიგნიერების დონის ამაღლება.