დღეს, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისში, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ჩაჩავასა და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, კამანის, იოველ ჯებაშვილისა და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებისა (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები