“Facebook”-ის ახალი სახელი “Meta” იქნება

კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.

„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინ-პრეზენტაციის დროს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავდა. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები