ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ნიკა მელიამ ახლა იხტუნაოს აქეთ და იქით, იძულებული გახდება დატოვოს „ნაცმოძრაობა“

ადამიანი, ვინც გააზრებულად ჩამოვიდოდა, ხილ-ბოსტანთან და არაჟანთან ერთად, 24 საათი არ იქნებოდა მალულად საკუთარ ქვეყანაში , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის შიმშილობა მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

„ბატონ სააკაშვილს პრეტენზია აქვს, აქაური ციხე კი არ მინდა, კერძო საავადმყოფოში გადამიყვანეთო, იმხელა ამბიციები აქვს. მეორე სიცრუე, რაც ამათ იკადრეს, ადვოკატებთან შესვლა არ შეუძლიაო – იცით, რომ 28 დღეში 107 ვიზიტი ჰქონდა? აქედან 54 ადვოკატთან იყო. დღეში 4 ასეთი ვიზიტი. მითხარით პატიმარი, რომელსაც ყოველდღიურად 4 შეხვედრა აქვს. დრამატიზირებას ახდენენ. რაც შეეხება შიმშილობას, პატიმრის უფლებაა, გააპროტესტოს. ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ ციხიდან გაუშვათ“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, მან გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ მასშტაბურ შეკრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 150 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

„მძღოლების რაოდენობა იმაზე მეტი დაგვჭირდა, ვიდრე ნათქვამი იყო. დაახლოებით 150 ათასამდე იყო ჩვენი გვერდში მდგომი, თავისუფალი ადამიანი, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის, ზედმეტად ხელების გადაგრეხვის გარეშე რომ უნდათ ეს ქვეყანა. ასეთი თავისუფალი საზოგადოება იყო გუშინ. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, აი, კონტრაქციაო, ეს თავიანთ თავში მოიკითხონ“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი განმარტებით, 27 ოქტომბერს პარტიის შეკრება არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, არამედ ეს მხარდაჭერებთან შეხვედრა იყო.

„ჩვენი ძალა არჩევნებზე ვანახეთ უკვე, რეფერენდუმი, რომელიც მათ დაანონსეს და დაარქვეს, საქართველოს მოსახლეობის უმრალეობასთან წააგეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ღია, მშვიდი, გამჭვირვალე, ხარვეზებით, მაგრამ ხარვეზი აბა, მითხარით, რომელ სახელმწიფოში არ არის არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ამასაც გამოვასწორებთ. ასე რომ აქ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად 10:0 მოუგო რადიკალურ ოპოზიცის“, – განაცხადა ზარქუამ.

მან IPSOS-ის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკუთარი კლევითაც კი წაგებულია.

„ვისმენდი ბატონი მელიას ვირტუალურ მთავრობას – სასაცილოა ხო? მე ხომ ვაფრთილებდი მელიას, სააკაშვილი და სააკაშვილის ტელევიზია გაწირავდა მას და გაწირეს. ახლა იხტუნაოს იქით და აქეთ. ის იძულებული გახდება დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ ან წავა სახლში, პოლიტიკას ჩამოშორდება ან ქალბატონ ხოშტარიასთან, რომელიც ერთპროცენტანია და ბატონი ხაზარაძესთან, რომელიც თუ არ ვცდები 3%-იანია, 4 %-იანი პარტიის ლიდერი იქნება. აი, ეს არის მისი დასასრული. ამის შესახებ ვაფრთხილებდით, როდესაც სააკაშვილის არაჯანსაღ, ანტისახელმწიფოებრივ თამაშებში ჩაერთო“, – განაცხადა ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში და მითუმეტეს, სამეგრელოში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები