კახა კალაძე:არავის დაუძალებია მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

არავის დაუძალებია მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური მზად არის საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს კლინიკაში.

„ვინც შიმშილობს, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა, ცხადია. არავის დაუძალებია მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. თუ საჭიროება იქნება, პენიტენციური სამსახური მზად არის იმისთვის, რომ მოხდეს კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები