მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია

გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე.

მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელ ‘”ფეისბუქზე” გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები