დიტო სამხარაძე: ნოდარ მელაძის წყარო სოსო გოგაშვილია, საკონტაქტო პირი კი გიორგი ხავთასი

პარტია “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი, რეგიონული პოლიტიკის მდივანი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სოსო გოგაშვილის ხელით მორიგი პროვოკაცია იგეგმება.

“ნოდარ მელაძის წყარო სოსო გოგაშვილია! საკონტაქტო პირი – გიორგი ხავთასი! რამდენიმე კვირის წინ მიაწოდეს 2018 – 2019 წლის გადაკეთებული მოხსენებითი ბარათები. იმ პერიოდში გოგაშვილს ევალებოდა პარტიაში შემოსული თხოვნების დახარისხება. აქ მე მგონი ყველაფერი გასაგებია… სიუჟეტიც ვნახეთ.

ოთხი დღის წინ მიაწოდა ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ ასევე დამახინჯებული და გადაკეთებული ინფორმაციები. ოთხი დღის წინ თავისი ხელისბიჭის, გიორგი ხავთასის ხელით მელაძეს მიაწოდა ძველი სამუშაო ბარათის ამონაწერები, დიდი ნაწილი გადაკეთებული, ნაწილი რეალური. ველოდები მორიგ მონაჩმახს შავნოდარას შესრულებით,” – აცხადებს დიტო სამხარაძე “აიპრესთან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები