უკრაინაში “ბაირაქტარის” გამოყენების შემდეგ, რუსეთმა ქვეყანაში თურქული მანდარინის შეტანა აკრძალა

“როსპოტრებნადზორმა” თურქეთის ერთ-ერთი მწარმოებლისგან მანდარინის იმპორტი  შეაჩერა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთში განაცხადეს, რომ მანდარინებში „აღმოაჩინეს პესტიციდის ქლორპირიფოსის ნარჩენი რაოდენობა, რომლის კონცენტრაცია აღემატება დასაშვებ დონეს“.

თურქეთი რუსეთის ბაზარზე მანდარინის უმსხვილესი მიმწოდებელია.

“როპოტრებნადზორმა” გადაწყვეტილება დიმიტრი პესკოვის განცხადებიდან მეორე დღეს მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინაში თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა – “ბაირაქტარმა” შესაძლოა, „დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“ დონბასში სადემარკაციო ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები