ცესკო-ს თავმჯდომარე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ სადმე რაიმე ტიპის გადაცდომა არსებობს, გვქონდეს ადეკვატური რეაგირება

“ჩვენთვის და ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ სადმე რაიმე ტიპის გადაცდომა არსებობს, გვქონდეს ადეკვატური რეაგირება”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი განცხადებები და საჩივრები უნდა არსებობდეს.

“თუ იქნება კონკრეტული გადაცდომის დადასტურებული ფაქტები, უნდა  დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი კანონდარღვევას, თუ იარსებებს შესაბამისი განცხადება, საჩივრები – რეაგირება იქნება.

ჩვენთვის და ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ სადმე რაიმე ტიპის გადაცდომა არსებობს, გვქონდეს ადეკვატური რეაგირება”, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები