„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება გრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადდა.

„კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო 2021 წლის 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 29 ოქტომბრის 12:00 საათამდე“, – აცხადებენ სამინისტროში.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ბმულზე: http://creativegeorgia.ge/News/konkursi-iakob-gogebashvilis-sakhelobis-sabavshvo.aspx?fbclid=IwAR0aswY4JjXWi9CAcuf2pWAwGmgUb9oW8eIxe1xDl9SWtpK_SnI-lrwM56g

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები