თელავში გორგია პირველ მოლს ხსნის

თელავში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია პირველ სავაჭრო ცენტრს ხსნის. თელავი მოლი – ასე ერქმევა მას და ის კახეთის რეგიონში პირველი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი იქნება.

მასში, გორგიას ჰიპერმარკეტის გარდა, წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა კარფური, მინისო, ისი პარი, კორსო იტალია, უნო შუზი, ფარმ სახლი, ალტა და სუპერი.

გახსნაზე მისული სტუმრები პროდუქციის შეძენას 70%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ. ამასთან ერთად, მიიღებენ ვაუჩერებსა და საჩუქრებს. თელავი მოლში საკუთარი მაღაზიების გახსნას, ასევე, აანონსებენ ბრენდები – ბიბლუსი, პეპელა, ვაიკიკი და თაჩი.

გორგიას ამ ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. აგრეთვე, პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის დროს შექმნას სამუშაო ადგილები რეგიონის მოსახლეობისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად, ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებასა და ადამიანების დასაქმებას. გორგიას ახალ კონცეფციაზე გადასვლა უკავშირდება მოლის ტიპის სავაჭრო ცენტრების გახსნას და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას“. – აცხადებენ გორგიაში.

თელავი მოლი 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან კახეთის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია 1998 წელს დაარსდა. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი 10 ფილიალი ფუნქციონირებს. გორგია ყოველთვის პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს და სწორედ ამიტომ, თელავში პირველი მოლის გახსნა მხოლოდ დასაწყისია. ის ამ ტიპის პროექტების განხორციელებას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

თელავი მოლის მისამართი: თელავი, ალაზნის 77

საკონტაქტო პირი: ნინა ოქროპირიძე, მობ.: +555 577 70 47 17

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები