საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ პირებს წარმოადგინონ წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული:https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299″, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები