გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ ლაივში ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც

ექსპერტი გია გაბრიჭიძე IPSOS Global წინასაარჩევნო კვლევას ეხმიანება, რომელსაც ტელეკომპანია ,,მთავარი” ავრცელებს.

,,ნიკა გვარამიამ გვამცნო:  რამდენიმე წუთში, მთავარში იხილავთ ბოლო წინასაარჩევნო კვლევებს IPSOS Global-ისგან. ხუთი ყველაზე დიდი ქალაქი: თბილისი;  ბათუმი; ქუთაისი; რუსთავი; ზუგდიდი
არ გამატოვოთ!
გვარამიას ეს “ამოკვნესა” იმ ქალს ჰგავს, ქმარი საყვარელთან რომ შეუსწრებს და – რასაც ხედავ იმას კი ნუ უჯერებ, რასაც მე ვხედავ, იმას დაუჯერეო ახლა კი ცოტა სერიოზულად (თუ შეიძლება ამ არსებაზე სერიოზულად ლაპარაკი ).

ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, როგორი მღელვარე ინტონაციით და ქოშინით არ უნდა წაიკითხონ თეაადეიშვილმა და თამარბაღაშვილმა, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ ლაივში ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც.

გვარამიას ტელე-ჩართვის არ ვიცი, მაგრამ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებულ შედეგებს, ნამდვილად რომ არ “გამავტოვებთ” ეს ნამდვილია,” – წერს გაბრიჭიძე “facebook” -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები