IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს, რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% ნიკა მელიას მისცემდა ხმას

“მთავარი არხი” IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

ნიკა მელია – 48,4%

კახა კალაძე – 51,6%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები