ანზორ მელია: სკაიპით რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც იქნება შესაძლებელი ბავშვების გაკეთება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 9 მილიონზე მეტი ემიგრანტია გასული.

აღნიშნული განცხადება მან ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მერია კორუფციისგან. ბოლო 9 წელია მილიონზე მეტი გასულია ემიგრანტად, ბავშვები დედის სითბოს გარეშე იზრდებიან, სკაიპით რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება“, – აცხადებს ანზორ მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები