ნათია თურნავა: ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც იძლევა მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის გარანტიას, ამ წლების განმავლობაში ეს საქმით უკვე დავამტკიცეთ

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიას იძლევა.

“მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მადლობა გადავუხადო. “ქართული ოცნება” ყველაზე მეტად მხარდაჭერილი პარტიაა. ადამიანები მოდიან რეგიონებიდან და მხარს უჭერენ ოჯახებისა და შვილების მომავალს, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც იძლევა მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის გარანტიას, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ეს საქმით უკვე დავამტკიცეთ”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები