გიორგი ცუცქირიძე: “ქართულ ოცნებას” არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მიუხედავად სააკაშვილის შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა, ახლა რაიმე ფატალური შედეგის დადგომა, ამ ხელისუფლების ხარაკირის ტოლფასი იქნება

“ქართულ ოცნებას” არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მიუხედავად სააკაშვილის შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა, ახლა რაიმე ფატალური შედეგის დადგომა, ამ ხელისუფლების ხარაკირის ტოლფასი იქნება, – ამის შესახებ “Facebook” -ზე ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

მისივე თქმით, ისიც ცხადია, რომ ფაქტიურად ვა-ბანკზე წასულ ოპოზიციას დამარცხების შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლების გარდა სხვა გზა არ რჩება, რასაც უკვე ისედაც აანონსებენ, როდესაც არჩევნებს სუს- ის მიერ ჩატარებულად აცხადებენ.

“ოპოზიცია მხარდაჭერილი ე.წ პარტიული ტელევიზიების ცისფერი ეკრანებიდან ირწმუნება, რომ სიტუაცია პირველ ტურთან შედარებით სერიოზულად არის შეცვლილი. კერძოდ, მოსახლეობა ცვლილებებს უჭერს მხარს, რაც მათი გარდაუვალი გამარჯვების საწინდარია(?). ადამიანებს, რომ ცვლილებები სურდეთ ამაში დიდად გასაკვირი არაფერია, და არც რაიმე მარკეტინგულ ინოვაციას წარმოადგენდეს, რადგან არსებული მდგომარეობით იშვიათად, რომ ვინმე იყოს კმაყოფილი, მით უმეტეს “კოვიდ” კრიზისული პერიოდის შემდეგ, არა მხოლოდ ჩვენთან.

მაგრამ საკითხავიც ის არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კოალიციურ მმართველობაში, რეალურად კი გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაში რამდენად ხედავენ ამ ცვლილებების გამტარებელ, თან უტყუარ აქტიორებს ანუ რეალურად ქართული ოცნების ალტერნატივას? თუმცა დედაქალაქის იმიტირებული მთავრობის წარმოდგენილი ფეისები საწინააღმდეგო განცდებს უფრო ბადებს.

ვფიქრობ, დღეს “ქართული ოცნებისათვის” ერთადერთი თავისტკივილი არა გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობაა, თავიანთი ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტით, არამედ მიხეილ სააკაშვილია და ოპოზიციის მხრიდან ამ თემის აქტუალიზაციაც არ არის შემთხვევითი.

“ქართულ ოცნებას” არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მიუხედავად სააკაშვილის შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა, ახლა რაიმე ფატალური შედეგის დადგომა, ამ ხელისუფლების ხარაკირის ტოლფასი იქნება. არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი აღმოჩენილა გისოსებს მიღმა, კორუფციაზეც, ძალაუფლების გადამეტებაზეც, ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვაზეც. პროტესტიც ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში სამართლებრივი მხარე ეჭქვეშ ნაკლებად დამდგარა, მაგრამ მოშიმშილე პრეზიდენტის გარდაცვალება არსად მომხდარა. პინოჩეტიც კი გამოუშვეს ბოლოს ციხიდან ასაკის და მძიმე ავადმყოფობის გამო.

ისიც ცხადია, რომ ფაქტიურად ვა ბანკზე წასულ ოპოზიციას დამარცხების შემთხვევაში, რაც ასევე რეალურია, საპროტესტო გამოსვლების გარდა სხვა გზა არ რჩება, რასაც უკვე ისედაც აანონსებენ, არჩევნებს როდესაც სუს- ის მიერ ჩატარებულად აცხადებენ.

სავარაუდოდ პროცესებიც ამ მიმართულებით განვითარდება, თუმცა ვეჭვობ, “ქართულმა ოცნებამ” რაიმე საბედისწერო შეცდომები დაუშვას. შესაბამისად, ამ პროტესტმა დიდხანს გასტანოს, ან რაიმე შედეგი მოიტანოს, რადგან უკვე ჩატარებული საარჩევნო შედეგებზე დაყრდნობით, ეუთო/ოდირის დასკვნამ საეჭვოა ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა, ხოლო არასწორ და ცრუ მოლოდინებს არანაკლები იმედგაცრუებაც ახასიათებს.

ამიტომაც წინასწარ ამ ფაქტორების გამო, გამარჯვების დაჯერება საკმაოდ მაცდურ ქიმერას შეიცავს ოპოზიციისათვის, რასაც სულ რაღაც ხუთიოდე დღეში ვნახავთ.

ვადამდელს რაც შეეხება, თეორიულ ასპექტში ისევ ოცნება თუ დანიშნავს, ოღონდ გამარჯვებულის პოზიციიდან და ნაკლებად ოპოზიციის ზეწოლით.

რამდენიმე დღეში ისიც გამოჩნდება, სიტუაცია ვის სასარგებლოდ არის გადატეხილი”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები