მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ქართული საზოგადოება ასეთ ხალხს მხარს არასდროს დაუჭერს
“ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და, ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არიან ძალიან მშიშრები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია ყოველთვის წაგებულის პოზიციაში იქნება.
“ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და, ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არიან ძალიან მშიშრები. გუშინაც ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე დავით კირკიტაძემ ჯერ იძალადა და შემდეგ გაიპარა. ეს გააკეთა გუშინ დავით კირკიტაძემ. შემდეგ რამდენიმე წამში უკვე ჩვენ ვნახეთ შეშინებული, გაქცეული და გაპარული დავით კირკიტაძე. ეს არის მათი ბუნება, მათი ქცევის წესი, სადაც გასდით ძალადობენ და როგორც კი საფრთხეს ხედავენ, გარბიან. შეუძლებელია მათ ახლა ნირი იცვალონ. ასე იქნებიან მთელი ცხოვრება. ამის გამო სულ წაგებულის პოზიციასა და მდგომარეობაში იქნებიან, რადგან ქართული საზოგადოება ასეთ ხალხს მხარს არასდროს დაუჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.