ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და სახალხო დამცველს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მათი განცხადებები ბუნებრივია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვთ და მათი განცხადებები ბუნებრივია.

„რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი, რა თქმა უნდა, არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, იგივე ეხება სახალხო დამცველს, რა თქმა უნდა, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი, აქედან გამომდინარე მათი განცხადებები არის ბუნებრივი, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში და, პირველ ყოვლისა, ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები