ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად

“შიმშილობა გამოაცხადა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილება, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაუკეთდა, არის გარკვეული საკვების პრეცენდენტები. ამას ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც კლოუნიადის დადგმის საშუალება არავის უნდა მივცეთ. შიმშილობა გამოაცხადა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პასუხისმგებლობაა მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად და ზუსტად ამას გააკეთებს სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები