2014 წლის იანვარში ნაერთ ბიუჯეტში ჯამურმა შემოსავლებმა 527 მილიონი ლარი შეადგინა
2014 წლის იანვარში ნაერთ ბიუჯეტში ჯამურმა შემოსავლებმა 527 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდზე 65.3 მილიონი ლარით მეტია – ამის შესახებ “კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, წლის დასაწყისიდანვე ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია ადასტურებს, რომ 2014 წელს 5%-იანი ზრდის პროგნოზი რეალისტურია. “2014 წლის იანვარში ნაერთ ბიუჯეტში ჯამურმა შემოსავლებმა 527 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდზე 65.3 მილიონი ლარით მეტია. 2012 წლის იანვართან შედარებით კი, ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლები გაზრდილია 75.4 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან შედარებით – 131 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით – 237 მილიონი ლარით. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით ქვეყნის ტერიტორიაზე მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 51.6 მილიონი ლარით და შეადგინა 437 მლნ ლარი. 2012 წლის იანვართან შედარებით ზრდა დაფიქსირდა 87,2 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან შედარებით ზრდაა 151.9 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით – 241.4 მილიონი ლარი“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში, ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები ფიქსირდება ექსპორტ-იმპორტის კუთხით. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით, იმპორტი გაიზარდა 131.3 მილონი ლარით და შეადგინა 883 მლნ ლარი. 2012 წლის იანვართან შედარებით ზრდაა 88.2 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან კი, 168.9 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით – 398.2 მილიონი ლარით. 2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 48.6 მილიონი ლარით და შეადგინა 277 მლნ ლარი. “2012 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 96,1 მილიონი ლარით, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.8 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით 121 მილიონი ლარით. მთლიანობაში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვრის თვეში შეადგინა მილიარდ 161 მლნ ლარი, 2013 წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 180.4 მილიონი ლარით, 2012 წლის იანვართან შედარებით 184.34 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან – 237.7 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით 517.2 მილიონი ლარით. წლის დასაწყისიდანვე ბიზნესის გააქტიურებისა და ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია ადასტურებს, რომ 2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც მინიმუმ, რეალისტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში 2014 წელს 6.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.