ირაკლი კობახიძე: რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?

“რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, ციხიდან რომ ვინმემ გამოიხსნას, რაზეა საუბარი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ადამიანის უფლებების დაცვაა.

“რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას? რაზეა საუბარი. ძალიან მარტივად, მთავარია ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დაკავშირებულია პატიმართან”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები