ზაალ უდუმაშვილი: “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული შეკრება მათი ბოლო გაფართხალებაა, ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება

“ეს არის ბოლო გაფართხალება “ქართული ოცნების”, “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”, ზუსტად ასეა მათი საქმე”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებას.

მისივე თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ აქციისთვის მზადება. ყველა საჯარო უწყებას აქვს კონკრეტული დავალება მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს თუ არ გამოცხადდება და არ მოიყვანს კონკრეტული რაოდენობის ხალხს ამ აქციაზე. იხარჯება უამრავი ფული, რომ ეს ხალხი როგორმე თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ასეთი აქციები გვინახავს. ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”, ზუსტად ასეა მათი საქმე”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები