“დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები” – ბათუმში არასრულწოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-ში გამოძიება დაიწყო

ბათუმში არასრლუწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირებისა და მოზარდზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, არასრულწლოვნების გამოკითხვები მშობლებსა და სოც. მუშაკთან ერთად ჩატარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის, არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებსა და სოც. მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით”, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თანატოლები 13 წლის გოგოს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არსებული ცნობით, მომხდარს ასევე წინ უძღოდა გოგონას მიმართ განხორციელებული კიბერბულინგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები