ნიკა მელია: ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით და პოლიტიკის კეთება დაიყვანა შეურაცხყოფის, ძალადობის დონემდე

 

ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით და პოლიტიკის კეთება დაიყვანა შეურაცხყოფის, ძალადობის დონემდე გაუაზრებელი განცხადების კეთებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, სიმართლე არის ოპოზიციის მხარეს და ამას ყველ ხედავს.

„მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო, რომ არსებობს, ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ბატონი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით, პოლიტიკის კეთება დაიყვანა შეურაცხყოფისა და ძალადობის დონემდე, გაუაზრებელი განცხადების კეთებით არის დაკავებული და სწორედ ამ ყველაფრისთვის ვუხდი მადლობას, წინა საარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ სხვაგვარად ეს არის ტრაგედია, როდესაც ჯერ ეს ბატონი გახლავთ ფორმალურად პრემიერ მინისტრი. ყველანაირი უფლება აქვს ღარიბაშვილს, აკეთოს ეს კომენტარები რისი სურვილიც აქვს. მე მას ვთხოვდი, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი შეხვედრა გამართეთ, როგორც რიგითი მოქალაქე მედიასთან. „ქართულ ოცნებას“, ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ ივანიშვილსა და სხვებს არანორმალურად არ მოსწონთ ჩვენი მშვიდი რეაგირება, ჩვენი მშვიდ კალაპოტში ყოფნა და ასე კამპანიის წარმოება, რატომ ვართ ასე მშვიდად? რატო ვაწარმოებთ ასე მშვიდად კამპანიას? იმიტომ, რომ სიმართლე არის ერთი ჩვენს მხარეს, საზოგადოებრივი მხარდაჭერა იგრძნობა, რომ არის მზარდი და ვართ მომავალზე ორიენტირებული. ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრი გააგრძელებს კალაძესთან ერთად მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში. გამარჯვება იქნება დამაჯერებელი. ბატონი ღარიბაშვილი დადის რაიონ-რაიონ და იწყევლება“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები