დავით სერგეენკო – სააკაშვილზე: ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს

“ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ასეთი გზით შემოსვლა ყურადღებას იმსახურებს და არჩევნების წინა დღეს მისმა ჩამოსვლამ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეული დისონანსი შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ, ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ასეთ ვიდეოს ვხედავთ. იმედია, ამაზე თვითონ სააკაშვილი ამ მისი ადვოკატები გააკეთებენ განმარტებებს, თორემ, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული და ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. გუნდში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მრავალი საკითხი განიხილება, თუმცა, მე ვერ ვიტყოდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დომინანტური საკითხი იყოს. თავი რომ დავანებოთ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ექსპრეზიდენტის ქვეყანაში ასეთი გზით შემოსვლა ყურადღებას იმსახურებს და არჩევნების წინა დღეს მისმა ჩამოსვლამ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეული დისონანსი შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ, ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

„ქრონიკამ“ მიხეილ სააკაშვილის საქმის ექსკლუზიური მასალა მოიპოვა. ვიდეოკადრებში, უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მომავალი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ვიდეოში, რომელსაც სააკაშვილი რძის პროდუქტით სავსე სატვირთოს მისაბმელში თავადვე იღებს, ის აქამდე უცნობ სცენარს ავითარებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც თავად დაგეგმა. თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები