ხავიერ კოლომინა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: შესანიშნავი შეხვედრა მქონდა – აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„გუშინ საქართველოს დავემშვიდობე. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას. მალე დავბრუნდები!“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ცნობისთვის, ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები