მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრების ინფორმაციით ქალაქში ავტოკოლონებით გადაადგილებას გეგმავდნენ, რა დროსაც კვერცხები დაუშინეს

საჩხერეში, სადაც მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები იყვნენ შეკრებილი, ხმაური იყო.

მოძრაობის წევრების თქმით, მათ ავტომობილები ჰყავდათ გაჩერებული და ქალაქში კოლონით გადაადგილებას გეგმავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად სხვა ავტომობილებიდან კვერცხები დაუშინეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.

აქტივისტების განცხადებით, ერთ-ერთი, ვინც კვერცხები ისროლა, ჭიათურის მერია. აქტივისტები სამართალდამცველებს დროული რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

ამ წუთებში აქტივისტები ქალაქში დროშებით გადაადგილდებიან და სკანდირებენ: “თავისუფლება მიშას”. იქამდე აქტივისტები სოფელ ჭორვილაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები