მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ წევრებმა ჭორვილაში აქცია გამართეს

მოძრაობამ „თავისუფლება მიშას“ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერი წარწერით – „თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს“.

ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც გზა გადაკეტეს. პოლიციელებმა გზაზე კორდონი გააკეთეს, რისი გადაკვეთის შესაძლებლობასაც აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ.

კორდონის მეორე მხარეს ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი იყო შეკრებილი. ისინი, სავარაუდოდ, კონტრაქციას მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები