,,კიდევ ერთხელ, გამოჩნდა, რომ ეს არის უსისხლო კაცი, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა და მიდის”, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოპარვის ფაქტს.
,,რა სიმბოლურია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “განუბაჟებელი”, ან გნებავთ უკვე “არაჟანა” მიხეილ სააკაშვილი არაჟანი “პრეზიდენტით” სავსე კონტეინერით შემოიპარა საქართველოს საზღვარზე.
ეს სიმბოლიკა იქეთ იყოს და ფაქტებით დასტურდება, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმასთან ერთად, მისივე სცენარის ნაწილი, საკუთარი თავის გატაცებაც იყო.
მარტივად რომ ავხსნათ, მის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს – გამიტაცეს და სად მივდივართ, არ ვიციო.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის კვეთისას წარმატებით გამოიყენა სატვირთო კონტეინერის მძღოლი და არ დასჭირდა ზემოთხსენებული სცენარით მისი ჩაშვება, მაგრამ მზად იყო, ვიდეოჩანაწერიც გამზადებული ჰქონდა ამბით- თუ როგორ გაიტაცა ის სატვირთო მანქანის მძღოლმა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის უსისხლო კაცი , რომელიც ყველაფერზე მიდიოდა და მიდის.
ეს არის საკუთარი თავით შეპყრობილი უბინძურესი არსება, რომელიც სიმოვნებით გასრესს ყველას თუ ეს მის საქმეს დასჭირდება”, – წერს მეგრელიშვილი “facebook” – ზე.