ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ქარუმიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

„გვქონდა შეხვედრები ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციებთან. მინდა, აღვნიშნო ის თბილი და მეგობრული გარემო და განწყობა, რაც მათ აქვთ, ზოგადად, საქართველოსთან მიმართებაში. ამ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დიპლომატიას. ასევე, არაერთხელ აღინიშნა სურვილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის განხორციელდეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები. უკვე მივიღეთ არაერთი მოწვევა და ჩვენც ჩვენი მხრიდან, მოვიწვიეთ ისინი საქართველოში.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს”,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები