სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერზე” დაწერა.

მისი თქმით საქართველოს წინააღმდეგ ბეკოევისა და შავლოხოვას საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიის სწორ მხარესაა.

„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე” , – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები