საქართველოში კორონავირუსს კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
საერთო ჯამში, კორონავირუსისგან ქვეყანაში 9 617 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 411 ადამიანი. ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი.