შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“21 ოქტომბერს, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.