ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება, 3 წელში კი “ნაცმოძრაობა” საბოლოოდ დამთავრდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება.

მისივე თქმით, სამ წელში “ნაციონალური მოძრაობა” “დამთავრდება”.

“სააკაშვილი არის ციხეში, სადაც მინიმუმ 6 წელი იჯდება. ეს კი ქვეყანას დამშვიდების საშუალებას აძლევს. ასევე, ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა “ნაციონალური მოძრაობის” დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, აღარ ექნება “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის და არც დესტრუქციის შემოტანისთვის. ამ 3 წელში “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დამთავრდება”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები