დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და იუნისეფის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ, ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობდეს. შეხვედრას იუნისეფ-ის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები