მიხეილ სარჯველაძე: შესაძლებლობას ვერ დავუშვებ, რომ ნიკა მელიამ თბილისის მერის არჩევნებში შეიძლება, გაიმარჯვოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი არ აქვს.
სარჯველაძის თქმითვე, ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირების გეგმას სკეპტიკურად უყურებს.
„შესაძლებლობას ვერ დავუშვებ, რომ ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის არჩევნებში შეიძლება, გაიმარჯვოს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში დარჩებიან, შეუძლიათ, იზრუნონ ჩრდილოვანი მოდელით მუშაობაზე, თუმცა, ამ გეგმებთან მიმართებით ცოტა სკეპტიკური ვიქნებოდი იმის გათვალისწინებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოპოზიციაში მყოფს გეგმა საერთოდ არ აქვს, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ რაიმე გააკეთოს. ამის დასტურია თითქმის მათი ერთწლიანი საპარლამენტო გამოცდილება, რომლის განმავლობაშიც მათი მხრიდან მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესება და ამ თემებზე მუშაობა არ მინახავს. მათთვის ყოველთვის აქტუალურია ნებისმიერი სხვა, მათთვის მერკანტილურად საინტერესო საკითხები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.