„თუ ასე მოვიქცევით, ჩვენთან კორონავირუსი შეიძლება, კიდევ რამდენიმე წელიწადსაც კი გაგრძელდეს, სოციალური პასუხისმგებლობაა აცრა და რეკომენდაციების შესრულება“

ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე: ჩვენთან კორონავირუსი, შეიძლება, კიდევ რამდენიმე წელიწადსაც კი გაგრძელდეს, თუ ასე მოვიქცევით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტაბიძემ აღნიშნა, აცრის მოწინააღმდეგეები არსებული სიტუაციის სიმძიმეს სათანადოდ ვერ აფასებენ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასევე დაუწერელი კანონია, რომ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებას შორის თანაბარი ჩართულობა უნდა არსებობდეს. მათი ურთიერთქმედება უნდა გადაიკვეთოს და შედეგს მაშინ მივიღებთ. მხოლოდ რომელიმემ გააკეთოს თავის საქმე – ეს შედეგს არ მოგვიტანს. ამ სოციალურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება არა მარტო აცრები , აქაა რეკომენდაციების მკაფიო შესრულებაც. ბოლოსდაბოლოს, ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე: ჩვენთან კორონავირუსი, შეიძლება, კიდევ რამდენიმე წელიწადაც კი გაგრძელდეს, თუ ასე მოვიქცევით. ჩვენ გვქონდა შანსი, მოცემულობა: დაიწია ყველანაირმა უარყოფითმა რიცხვებმა, მივედით დონემედე, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ. ახლა ითვლება, რომ ერთერთ მაღალ ნიშნულზე ვდგავართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება. ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა. გინდათ, ანტივაქსერი დაარქვით, გინდათ, რაც გინდა დაარქვით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებენ, სიტუაციას ვერ აფასებენ იმ სიმძიმით, რაც არის. ვთხოვ ყველა კოლეგას, ასევე ჟურნალისტებს მაქსიმალურად მესიჯი მივაწოდოთ ამ ადმიანებს, ავუხსნათ ავაქცინაციის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ჩამონათვალში სულ რამდენიმე პუნქტია, როდესაც ვაქიცნაცია ნამდვილად არ შეიძლება გაკეთდეს, დანარჩენი, ალბათ, საზოგადოების მენტალიტეტის ბრალია. თხოვნა მაქვს თითოეულ მოქალაქესთან, იმუშაოს იმაზე, რომ მის გვერდით ადამიანი დაარწმუნოს, რომ ვაქცინაცია მისთვის აუცილებელია. დღეს ყველაზე მეტად ეს გვიჭირს.“- განაცხადა ტაბიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მორიგი პიკია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები