რუსეთის საგარეო უწყება შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს დახმარების თხოვნით მიმართავს

მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით.

ამის შესახებ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში განაცხადეს.

“რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა თხოვნით, მიეწოდოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, ჩადენილი დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაცია, ასევე, გაეწიოს აუცილებელი იურიდიული დახმარება, მათ შორის, გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფი გადაცემის საკითხებთან დაკავშირებით,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ საკონსულო განყოფილების თანამშრომლები თბილისში მყოფ, გარდაცვლილის მამასთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან.

“საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხდება ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა საქართველოში მყოფი, გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მისი მცირეწლოვანი შვილის, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ინტერესების განყოფილება თანაგრძნობას უცხადებს ანასტასია შატალოვას ოჯახსა და მეგობრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები